ჟურნალ ”ფლეიბოის” გვერდებზე შიშველ ქალებს აღარ დაბეჭდავენ

ჟურნალ ”ფლეიბოის” გვერდებზე შიშველ ქალებს აღარ დაბეჭდავენ

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალი მამაკაცებისთვის ”ფლეიბოი” რევოლუციური ცვლილებისთვის ემზადება. გამოცემის დამფუძნებლის, 89 წლის ჰიუ ჰეფნერის თქმით, ”ფლეიბოის” გვერდებიდან გაქრება შიშველი ქალების ფოტოები. ეს მოხდება 2016 წლის მარტში, თუმცა ჟურნალი განაგრძობს პროვოკაციული ხასიათის ფოტოების გამოქვეყნებას.

”რედიზაინის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ შემდეგი წლის მარტიდან წარმოვადგენთ, ბეჭდვით გამოცემაში ”ფლეიბოი” ისევ გამოიყენებს პროვოკაციულ პოზაში მყოფ ქალებს, მაგრამ ისინი შიშვლები აღარ იქნებიან”, - განაცხადა ჰეფნერმა.

ჟურნალის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ ცვლილებების დრო მოვიდა. ამით კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ ფლანდერსმა აღიარა, რომ ლეგენდარული გამოცემა აუდიტორიის მოთხოვნებს აღარ შეესაბამება.

”ამჟამად სექსის ამსახველ ვიდეომდე მხოლოდ ერთი კლიკი აშორებს ადამიანებს და თან ეს სერვისი უფასოა, ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ დაძველებულად გამოვიყურებით”, - განაცხადა მან.

კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ”ფლეიბოის” კითხვა ამერიკელი მამაკაცების რამდენიმე თაობის კულტურული ჩვევაა, მაგრამ დღეისათვის ყველა მოზარდს აქვს ინტერნეტთან წვდომა.

”პორნოგრაფიულმა ჟურნალებმა, ისეთმა ლეგენდარულებმაც კი, როგორიც ”ფლეიბოია”, დაკარგეს თავის მნიშვნელობა და კომერციული ფასეულობა”, - აღნიშნავენ კომპანიის წარმომადგენლები.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება