კონდიციონერები სვეტიცხოვლის გარე ფასადზე - ვანდალიზმი თუ აუცილებლობა?

კონდიციონერები სვეტიცხოვლის გარე ფასადზე - ვანდალიზმი თუ აუცილებლობა?

ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტი გრიგოლ გეგელია "ფეისბუქზე" სვეტიცხოვლის სურათს აქვეყნებს, რომლის გარე ფასადს კონდიციონერები "ამშვენებს".

"რახან მთელმა ჩემმა ფრენდლისტმა მშვენიერი სვეტიცხოვლის ფოტოები დადო, გადავწყვიტე მეც შემოგიერთდეთ. აი, ეს არის საქართველოს სახე. და არა ის ლამაზი ფოტოები, რომლებსაც თქვენ დებთ. სანამ სარკეში არ ჩავიხედავთ, მუდამ ასეთი სამარცხვინოები და მუდამ ასეთი ყალბები ვიქნებით — მუდამ ენერგიულად ჩართულნი ყოველგვარი ლამაზის სპობასა და ყოველგვარი ღირებულისათვის აზრის დაკარგვაში"

"სახელმწიფოში, ამის ჩამდენი გასამართლდებოდა, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის გამანადგურებელი. ასე უნდა ყოფილიყო – და იყოს – საქართველოშიც, ქვეყანაში, რომელსაც ვითომ ისტორია და სარწმუნოება ადარდებს" - წერს გეგელია.

გამოქვეყნებულ პოსტს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა:

"რა უბედურებაა!!! სადაა ძეგლთა დაცვის სამსახური, კულტურის მინისტრი, კულტურულ საკითხების საპარლამენტო კომისიის თავჯდომარე .... და ასე შემდეგ .... ყველამ უნდა აგონ პასუხი ... ყველამ უნდა ატაროს პასუხიმგებლობა ამ დანაშაულზე ... არაფერს ვამბობ სასულიერო პირებზე ... რომლებსაც დღეს უფრო ახასიათებს კონფორტისკენ მიდრეკილება და სულიერების ნაკლებობა!" - ნათქვამია ზურაბიშვილის კომენტარში.

იხილეთ ასევე|საქართველოს ისტორიული ძეგლები, რომლებსაც იერსახე სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკით დაუმახინჯეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს