"ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთსა და აშშ-ს "ჯიჰადი" გამოუცხადა

"ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთსა და აშშ-ს "ჯიჰადი" გამოუცხადა

"ისლამურმა სახელმწიფომ" რუსეთსა და აშშ-ს "ჯიჰადი" გამოუცხადა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პრესმდივანმა აბუ მუჰამად ალ-ადნანიმ გაავრცელა მიმართვა, სადაც მუსლიმებს მოუწოდებს, რუსი და ამერიკელი "ჯვაროსნების" წინააღმდეგ წმინდა ომი დაიწყონ.

აუდიომიმართვაში ალ-ბაღდადის პრესმდივანმა ასევე დადასტურა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის პირველი მოადგილე აჰმად ალ-ჰაიალი, ამერიკული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.

ალ-ადნანის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სირიაში ალ-ქაიდას ფილიალის - "ალ-ნუსრას ფრონტის" ლიდერმა აბუ მუჰამად ალ-ჯულანიმ კავკასიელ "ბოევიკებს" მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყონ და თავდასხმები როგორც რუს სამხედროებზე, ისე სამოქალაქო პირებზე განახორციელონ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა