სამყაროს ულამაზესი მონარქის "კონკიას გზა" და საინტერესო ფაქტები ცხოვრებიდან

სამყაროს ულამაზესი მონარქის "კონკიას გზა" და საინტერესო ფაქტები ცხოვრებიდან

45 წლის იორდანიის პრინცესა რანია ერთ-ერთი ულამაზესი მონარქია მსოფლიოში და თავის ქვეყანაში ხალხის ყველაზე საყვარელი პირველი ლედია. დღეს წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს რანიას ცხოვრებიდან.

1. რანია ალ აბდულა ისეთ ოჯახში დაიბადა, რომელსაც მონარქიასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. მომავალი დედოფალის მშობლები პალესტინელები არიან, რომლებიც მრავალი წლები ქუვეითში ცხოვრობდნენ.

2. ადრეული ბავშობიდან რანია ცოდნისკენ იყო მიმართული. თავიდან ის ქუვეითის სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ამერიკაში გააგრძელა სწავლა.

3. რანიას თავდაპირველად კომპანია "ეფლში" სურდა მუშაობის დაწყება, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ გასაუბრებაზე "სითიბანკ ამანაში" მივიდა, რომელიც მეფის დას და სიძეს ეკუთვნოდა. მალევე მასა და პრინც აიშას დას შორის მჭიდრო მეგობრობა ჩამოყალიბდა.

4. მომავალ მეუღლეს რანია აიშას სახლში, წვეულებაზე შეხვდა. რანიამ მონარქი თავისი განათლებით და ინგლისურის უბადლო ცოდნით მოხიბლა.

5. რანიას და მეფე აბდალას ქორწილი 1993 წლის 10 ივნისს შედგა, გაცნობიდან ნახევარ წელიწადში. მაშინ აბდალა ჯერ არ იყო უკანასკნელი პრინცი, სამეფო გვირგვინი მის ბიძა ჰასანს უნდა გადასცემოდა. თუმცა წლების შემდეგ მეფე ჰუსეინმა ანდერძი გადაწერა და ტახტი შვილ აბდალას დაუტოვა.

6. აბდულას და რანიას 4 შვილი ჰყავთ: 1994 წელს პირველი შვილი ჰუსეინი გაჩნდა, 1996 წელს პრინცესა იმანი, 2000 წელს პრინცესა სალმა, ხოლო 2005 წელს პრინცი ჰაშიმი.

7. რანია დედოფალი 29 წლის ასაკში გახდა, რითაც მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა თანამედროვე მონარქის სტატუსი მიიღო. მაშინვე გადაწყვიტა დედოფალმა, რომ ჰუმანიტარული და სოციალური მისიებით აქტიურად დაკავებულიყო.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება