სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ მიღებული გენიალური გადაწყვეტილებები - როგორ ზრუნავენ ქვეყნები საკუთარ მოსახლეობაზე

სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ მიღებული გენიალური გადაწყვეტილებები - როგორ ზრუნავენ ქვეყნები საკუთარ მოსახლეობაზე

მსოფლიოში უამრავი გენიალური იდეა არსებობს, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებშია გატარებული. გთავაზობთ ყველაზე გენიალური იდეების ჩამონათვალს:

1. 50%-იანი შეღავათები საახალწლო სეზონზე

ბევრ ჩვენგანს ახალი წელი მთელი ქონება უჯდება. თუმცა, ნორვეგიის მთავრობამ საკუთარი მოსახლეობის დანახარჯების შემსუბუქების მიზნით, გადაწყვიტა, ნოემბერში არსებული გადასახადები ორჯერ შეემცირებინა, რათა მოსახლეობამ ნოემბერში დაზოგილი ფულის დახარჯვა, საახალწლოდ შეძლოს.

2. უფასო Maternity Box

ყოველ ჯერზე, როდესაც ფინელი ქალი ბავშვს აჩენს, მთავრობა მას ე.წ. "დედობრივი ყუთით" უზრუნველყოფს. მოცემულ "ყუთში" შედის: ლეიბი, საძილე ტომარა, რამდენიმე კომბინიზონი, წინდები, პამპერსი და სხვადასხვა ნივთები, რომლებიც ახალშობილ ბავშვს შეიძლება დასჭირდეს. მოცემული ყუთის გამოყენება საბავშვო ლოგინის ნაცვლადაც შეიძლება. ზემოთ ნახსენებმა ნაბიჯმა, ფინეთის მთავრობას საშუალება მისცა, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონოდა.

3. "შავი დღისთვის" გადანახული ფული, ნავთობის ფონდიდან

ნორვეგიაში, ნავთობსა და ბენზინზე დაწესებული მთელი გადასახადები, მსოფლიოში ყველაზე დიდ სუვერენულ (დაგროვებით) კეთილდღეობის ფონდში ირიცხება. 2014 წლის მონაცემებით, ნორვეგიის ე.წ. ყულაბაში ამჟამად, 5,110 ტრილიონი კრონი, ანუ, 828 მილიარდი დოლარია. ფონდში არსებული თანხა, "შავი დღისთვის" ინახება, იმ შემთხვევაში, თუკი მომავალ თაობებს დასჭირდებათ.

4. შემოსავლებზე დამოკიდებული ჯარიმის ოდენობა

ფინეთსა და შვეიცარიაში არსებობს ასეთი ტერმინი Dagsböter, რომელიც "ყოველდღიურ ჯარიმას" ნიშნავს. თუკი 30 30 dagsböter დაგიგროვდებათ, ვალდებულები იქნებით, მომავალი 30 დღის განმავლობაში გადაიხადოთ ჯარიმა, რომლის ოდენობაც თქვენი შემოსავლის ოდენობაზე იქნება დამოკიდებული. სისტემის წყალობით, ფინეთის ერთ-ერთი მოქალაქე, რომლის შემოსავალიც წელიწადში 11 მილიონი დოლარია, სიჩქარის გადაჭარბების გამო, 200 000 დოლარით დააჯარიმეს.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა