ცნობილი გეები, რომლებმაც ქალები მოიყვანეს ცოლად

ცნობილი გეები, რომლებმაც ქალები მოიყვანეს ცოლად

წარმოგიდგენთ იმ ცნობილ მამაკაცებს, რომლებიც გულდასმით მალავდნენ თავის სექსუალურ ორიენტაციას და ამის გამო ცოლებიც კი მოიყვანეს.

ელტონ ჯონი

ელტონ ჯონი 1984 წელს რენატა ბლაუელზე დაქორწინდა. წყვილის ქორწინება 4 წელს გაგრძელდა. ამის შემდეგ ელტონ ჯონი 2005 წელს დაქორწინდა დევიდ ფურნიშზე, რომელთან ერთად დღემდე ცხოვრობს.

კოულ პორტერი

მეოცე საუკუნის დასაწყისის ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი კოულ პორტერი 35 წელი იყო ქალთან ქორწინებაში. განქორწინების შემდეგ კი მამაკაცებთან დაიწყო შეხვედრები.

ლითლ რიჩარდი

ფანებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ ლითლ რიჩარდი გეი იყო, მაგრამ თავად მომღერალმა 1995 წლამდე არ აღიარა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია. ეს მოხდა ერნესტინ კემპბელთან 4-წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ.

ალან კამინგი

კინოსა და თეატრის მსახიობმა ალან კამინგმა ჰილარი ლაიონთან რვაწლიანი ქორწინების შემდეგ, 1998 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ ბისექსუალი იყო.

ტონი პერკინსი

ალფრედ ჰიჩკოკის ”ფსიქოს” ვარსკვლავს ინტიმური კავშირები ახალგაზრდობაში მრავალ მამაკაცთან ჰქონდა, თუმცა 1973 წელს ბერი ბერენსონი მოიყვანა ცოლად.

ოსკარ უაილდი

ცნობილ მწერალს ორი შვილი ჰყავდა ცოლთან, კონსტანს ლოიდთან, მაგრამ ქორწინების გვიანდელ პერიოდში ის კაცებთან სექსუალურ ურთიერთობებში გამოიჭირეს.

პიტერ ალენი

პიტერ ალენი თავის ორიენტაციას მთელი ცხოვრება მალავდა. მან ლაიზა მინელი მოიყვანა ცოლად და შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაეყარა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება