ქეთი თოფურიამ პროფესია შეიცვალა

ქეთი თოფურიამ პროფესია შეიცვალა

ქეთი თოფურიას განუმეორებელი გემოვნება აქვს. მომღერალი ყოველთვის ცდილობდა სახალხოდ უჩვეულო სამოსში გამოჩენილიყო, მას უყვარს პუბლიკის გაოცება. თუ ადრე ქეთი ამისთვის ცნობილ დიზაინერებს მიმართავდა, ბოლო დროს ყველა ღონისძიებაზე მომღერალი საკუთარი წარმოების სამოსში გამოწყობილი მიდის.

როდესაც მეგობრებმა თოფურიას სთხოვეს, მათთვის რიამე მსგავსი შეექმნა, ქეთი საკუთარი ტანსაცმლის კოლექციის შექნაზე დაფიქრდა. გასულ წელს ”ა სტუდიოს” სოლისტმა შოურუმი გახსნა, წელს კი უკვე მოსკოვის მოდის კვირეულზე საკუთარ ახალ კოლექციას წარადგენს. ”შოურუმის გახსნაზე მეგობრებმა დამიყოლიეს. მე უკვე არაერთხელ ვიყავი საკუთარი სამოსის ავტორი, ერთ-ერთი ასეთი სამოსი ”ახალ ტალღა 2014”-ზეც მეცვა. იმედი მაქვს, პუბლიკა დააფასებს ჩემს შექმნილ სამოსს ჩემს პირველ კოლექციაზე”, - განაცხადა თოფურიამ.

ძირითადად, ახალგაზრდა დიზაინერის სამოსი გრძელი ქვედაბოლოები და ტოპებია, რომელიც უკვე არაერთი სეზონია აქტუალურია. დიზაინერის ”ხელწერა” დიდი ხანია განისაზღვრა - ესაა მინიმალიზმი, გეომეტრული ფორმები, კლასიკური ფერთა გამა და თავშეკავებული სექსუალურობა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება