ფრანგული გამოცემის TTU-ს ჟურნალისტებმა გაარკვიეს ”ისლამური სახელმწიფოს” შემოსავლების წყაროები. გამოცემის თანამშრომელთა მონაცემებით, სირიაში, საომარი მოქმედებების ზონაში ნაპოვნია ბოევიკების დოკუმენტაცია, რომელშიც საუბარია ფინანსურ სიტუაციაზე სირიის პროვინცია დეირ ეზ ზაურში, რომელსაც ტერორისტები აკონტროლებენ.
როგორც ირკვევა, ნავთობით და ანტიკვარული საგნებით ვაჭრობა ბოევიკებს ნაკლებ სახსრებს აძლევს, ვიდრე ვარაუდობდნენ. 8,4 მილიონი დოლარის საერთო თანხიდან, რაც ”ისლამურმა სახელმწიფომ” ამ პროვინციიდან მიიღო, 2015 წლის იანვარში მხოლოდ 28% იყო ნავთობპროდუქტების გაყიდვის წილი. კიდევ 24 პროცენტი გადასახადების აკრეფიდან შეივსო, მათ შორის სხვადასხვა კონტრაბანდით, 45% მოსახლეობის ქონების კონფისკაციით, ხოლო ოთხი პროცენტი ელექტროენერგიის გაყიდვისგან შევიდა. ასე გამოიყურება ნაპოვნ საბუთებში ორგანიზაციის ბიუჯეტის გაანგარიშება ერთ კონკრეტულ პროვინციაზე.