28 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე კინოთეატრ "ამირანში" პრემიერა გაიმართება. მძაფრსიუჟეტიანი ქართული მხატვრული ფილმის "ძმები" რეჟისორი გიგა კილაძეა. მთავარ როლებში არიან კახა ნემსაძე, ირაკლი ესიავა, მალხაზ ლაკირბაია, გიგა კუპრავა, ვანო რუსიშვილი და გიორგი მეგრელიშვილი.
მუსიკალური გაფორმება გიგა კილაძესა და ემზარ შარვაშიძეს ეკუთვნით; სპეც-ეფექტების ავტორი გიორგი ჭანტურიაა.
ფილმი მოგვითხრობს 4 ძმის ისტორიას, რომლებიც ფინანსური კრიზისის გამო კრიმინალზე მიდიან. სურათის გენერალური სპონსორია "გერმანელი ყასაბი". ბილეთის ფასი 11.50 ლარს შეადგენს.