ქეთა თოფურიას სახლის ინტერიერი

ქეთა თოფურიას სახლის ინტერიერი

ქეთა თოფურიას სახლი თანამედროვე ინტერიერული ტენდენციებისა და საკმაოდ ორიგინალური სტილის ნაზავია. მისი შემქმნელი ინტერიერის დიზაინერი ლელა ქავთარაძეა, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. ქეთა ამბობს, რომ უნდოდა, ჰქონოდა თანამედროვე ინტერიერი, რომელიც რაღაცით სასტუმროს აპარტამენტებს მოაგონებდა.

უნიკალური სტილი უკვე დერეფანში ჩანს, სადაც ბევრი ორიგინალური დეტალია, დეკორატიული პანელები, სტუდიოს ტიპის მისაღები, სადაც სასადილო, სასტუმრო ოთახები და სამზარეულო გაერთიანებულია. ავეჯიც და დეკორის ნივთებიც ექსკლუზიურია, მაგალითად, იტალიური სამზარეულოს გარნიტური, ასევე იტალიური ბარის სკამები და განათება.

კედლებზეც ექსკლუზიური ნივთები კიდია. მაგალითად, პარიზში შეძენილი მეტალის კომპოზიცია.

საძინებელიც ორიგინალურია – ჯერ გარდერობის ოთახში აღმოჩნდებით, და მხოლოდ შემდეგ საძილე ზონაში. ესეც დიზაინერის იდეაა, რომელსაც ქეთაც დაეთანხმა. დანარჩენი ფოტოებში შეგიძლიათ იხილოთ. აღსანიშნავია, რომ ეს სახლი ქეთამ ჯერ კიდევ დაოჯახებამდე შეიძინა და 2012 წლიდან ცხოვრობდა იქ. სავარაუდოდ, ახლაც დროის დიდ ნაწილს აქ ატარებს.

იხილეთ გალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება