დიდი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები

დიდი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები

ალბათ, ბევრს აინტერესებს, თუ რაზე იფიქრებს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში. წარმოგიდგენთ ფრაზებს, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა უკანასკნელად წარმოთქვეს.

უინსტონ ჩერჩილი, პოლიტიკოსი

”როგორ მომბეზრდა ეს ყველაფერი”

გუსტავ მალერი, კომპოზიტორი

გუსტავ მალერი საკუთარ საძინებელში გარდაიცვალა. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მას ეჩვენებოდა, რომ ორკესტრს დირიჟორობდა. მისი ბოლო სიტყვა იყო "მოცარტი!"

ჯორჯ ორუელი, მწერალი

”ორმოცდაათი წლის ასაკში ყველა ადამიანს ისეთი სახე აქვს, როგორსაც იმსახურებს”. ორუელი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნოსტრადამუსი, ასტროლოგი, ალქიმიკოსი, ექიმი

ნოსტრადამუსის უკანასკნელი სიტყვებიც წინასწარმეტყველება გამოდგა. უკანასკნელი, რისი თქმაც მან სიცოცხლეში მოახერხა, იყო შემდეგი: ”ხვალ გამთენიისას მე აღარ ვიქნები”. წინასწარმეტყველება ასრულდა.

მარია ანტუანეტა, საფრანგეთის დედოფალი

ჯალათს, რომელსაც დედოფალი ეშაფოტზე აჰყავდა, ანტუანეტამ ფეხზე დააბიჯა და ღირსეულად განაცხადა: ”გთხოვთ, მაპატიოთ მისიე, ძალით არ მინდოდა”.

ლეონარდო და ვინჩი, მოაზროვნე, მეცნიერი, მხატვარი

”მე შევურაცხყვე ღმერთი და ადამიანები, რადგან საკუთარ ნამუშევრებში ვერ მივაღწიე იმ სიმაღლეებს, რომლისკენაც მივილტვოდი”.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება