კადიროვი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს საქართველოს სასაზღვრო ზოლთან დარაჯობს

კადიროვი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს საქართველოს სასაზღვრო ზოლთან დარაჯობს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები საქართველოდან ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ვერ გადავლენ. როგორც სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება, ამის შესახებ კადიროვმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის დათვალიერების დროს განაცხადა.

ამავე სააგენტოს ცნობით, კადიროვს საზღვართან უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელი ნიკოლაი პანჩენკო ახლდა.

"მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი საუბარი იმის შესახებ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრები შესაძლოა, ამ საზღვრით გადმოვიდნენ - არაფრად ღირს", - განაცხადა კადიროვმა. მისვე თქმით, მესაზღვრეებთან ურთიერთობით უზარმაზარი სიამოვნება მივიღე. დავრწმუნდი, რომ საგუშაგოები სწორადაა აღჭურვილი, ტექნიკური საშუალებები კი იდეალურად მუშაობს", - წერს კადიროვი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა