იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალი თავდასხმები განხორციელდა

იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალი თავდასხმები განხორციელდა

იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალი თავდასხმები განხორციელდა. როგორც სააგენტო "როიტერი" წერს, პირველი თავდასხმის დროს პალესტინელი ავტომანქანით ებრაელებს შეეჯახა. ებრაელმა სამართალდამცველებმა ის მძიმედ დაჭრეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კიდევ ერთი ინციდენტის დროს ებრაელმა სამხედროებმა პალესტინელ გოგონას ცეცხლი გაუხსნეს. მათი მტკიცებით, ის დანით იყო შეიარაღებული. დაჭრილი გოგონას ოჯახმა მომხდარის ოფიციალური ვერსია უარყო.

მესამე თავდასხმის დროს ებრაელმა ჯარისკაცებმა პალესტინელი მოკლეს, რომელიც ერთ-ერთ მათგანს დანით დაესხა თავს.

ძლადობის ესკალაციის გამო, რეგიონში გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ჩავიდა და პალესტინის ლიდერ, მაჰმუდ აბასთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრები გამართა.

როგორც "როიტერი" აღნიშნავს, მიმდინარე თვის დასაწყისიდან, ძალადობის შედეგად 48 პალესტინელი და 9 ებრაელი დაიღუპა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა