საფრანგეთში ავარიის შედეგად სულ მცირე 42 ადამიანი დაიღუპა. როგორც "ბიბისი" წერს, ტრაგიკული შემთხვევა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ქალაქ ლიბურნის სიახლოვეს მოხდა, სადაც ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ.
როგორც სააგენტო "ფრანს პრესი" იტყობინება, დაღუპულთა უმეტესობა ავტობუსის მგზავრია. დაიღუპა ასევე სატვირთო მანქანის მძღოლი. ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები, რომლებიც ავტოკატასტროფის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის დროს გადარჩა 5 ადამიანი.