ვერა ბრეჟნევამ და კონსტანტინ მელაძემ საიდუმლოდ იქორწინეს

ვერა ბრეჟნევამ და კონსტანტინ მელაძემ საიდუმლოდ იქორწინეს

მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ და პროდიუსერმა კონსტანტინ მელაძემ, საიდუმლოდ იქორწინეს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქორწილი ტოსკანას სანაპიროზე, ფორტე-დეი-მარმიში შედგა.

ახალდაქორწინებულებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. თუმცა, ინფორმაცია ბრეჟნევას პრეს-ატაშე, ანასტასია დრაპენკომ დაადასტურა:

"დიახ, ეს აბსოლუტური სიმართლეა, ვერამ და კონსტანტინემ იტალიაში ოფიციალურად იქორწინეს. ისინი ძალიან ბედნიერები არიან, მაგრამ ჯერ არ არიან მზად  მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გასავრცელებლად. ცოტა უნდა მოვიცადოთ".

როგორც მოსალოდნელია,  ვერა და კონსტანტინე თაფლობის თვეს ტოსკანას სანაპიროზე გაატარებენ. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ვერა იტალიური ქვედა საცვლების მწარმოებელი ბრენდის სახე გახდა. აქედან გამომდინარე, მომღერალს იტალიასთან ბიზნესიც აკავშირებს.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება