რა შედეგით დასრულდა პოლონეთის საპარლამენტო არჩევნები

რა შედეგით დასრულდა პოლონეთის საპარლამენტო არჩევნები

პოლონეთში, 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები ცნობილია. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება.

პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ვოიცეხ გერმელინსკის განცხადებით, გაიმარჯვა ლეხ კაჩინსკის ძმის, იაროსლავ კაჩინსკის პარტია "სამართალმა და სამართლიანობამ", რომელსაც არჩევნებში მონაწილეთა 37,6%-მა დაუჭირა მხარი.

ლიბერალურ-კონსერვატიულმა "სამოქალაქო პლატფორმამ", რომელიც პოლონეთს ბოლო 8 წლის განმავლობაში მართავდა, მხოლოდ 24% მიიღო.

პარლამენტში მოხვდნენ მოძრაობა "კუკიზი", ლიბერალური პარტია "თანამედროვე" და "პოლონეთის გლეხთა პარტია".

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვებული პარტია პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს და პოლონეთის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად, კოალიციის გარეშე შეძლებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა