"ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა"

"ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა"

გელა ჩარკვიანს ეკრანიდან ვიცნობდი. ვიცოდი, რომ პოლიტიკური ფიგურა, გაწონასწორებული და დახვეწილი ადამიანი იყო, რომელიც აკონტროლებს ემოციებს. როდესაც პირადად შევხვდი, სულ სხვა გელა ჩარკვიანი გავიცანი. ის ამჟამად მარტო ცხოვრობს. მისაღებ ოთახში, სადაც შემიძღვა, კედელზე 15 ფოტო დავითვალე. ეს მისი მეუღლის, ნანა თოიძის პორტრეტებია.

გელა ჩარკვიანი: - მე რომ 1958 წლის 20 მაისს ზემელზე არ გამევლო, არ შემხვდებოდა ჩემი ნაცნობი ნანდა­ ნიკოლა­იშვილი და მისი მეგობარი­ ნანა... კონცერტის ბილეთების საყიდლად მიდიოდნენ­. მკითხეს, ხომ არ წამოხვალო?­ სიამოვნებით, მაგრამ ფული არა მაქვს, დედაჩემი არ მაძლევს, მიაჩნია, რომ ფული ბავშვებს რყვნის-მეთქი, ვუპასუხე. ჩვენ რომ გიყიდ­ოთო? სიამოვნებით წამოვალ-მეთქი. ამან ცოტა უცნაურად იმოქმედა მათზე,­ ეს არათბილ­ისური ქცევა იყო. მე ახალი­ ჩამოსული­ ვიყავი მოსკოვიდან, სკოლა იქ დავამთავრე, ჩემთვის კი ეს ნორმალური იყო.

- რამდენი წლის ხართ ამ დროს?

- მე - 19 წლის, ნანასაც საბუთებში­ 19 ეწერა, თუმცა ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. მას ცოტა რთული ისტორია­ ჰქონდა, მამამისი რეპრესირებული იყო, დახვრეტილი... მაშინ მამაჩემი აღარ იყო ცეკას პირველი მდივანი, მაგრამ მაინც პარტიული ელიტის წრიდან ვიყავი... მოსკოვში გოგოს რომ გავიცნობდი, პირველ თუ არა, მეორე შეხვედრაზე მაინც უნდა მეკოცნა. ნანას მხოლოდ 5 თვის შემდეგ ვაკოცე და ეს ერთ-ერთ მაშინდელ ლექსში მაქვს კიდეც:

"შორეულ ზაფხულზე სტიროდნენ ხეები,/ მე კი ყველასდა გასაკვირველად/ მცხელოდა ოქტომბრის სუსხიან/ დღეებში./ გახსოვს, ოქტომბრის ქარიან დღეებში გაკოცე პირველად".

2 წლის შემდეგ ვიქორწინეთ.

- ქორწილი გქონდათ?

- შეიძლება ნანას კიდეც უნდოდა­, მაგ­რამ ჩემთვის არასდროს უთქვამს. ჩვენს, ორთოდოქსი კომუნისტების ოჯახში სხვა წარმოდგენები იყო. ხელი მოვაწერეთ "ზაგსში"­. ქორწილი ჩვეულებ­რი­ვი­ სამოქა­ლაქო აქტი იყო. ნანას ხელი­ს­მომკიდე ბიძამისი, ირაკლი თოიძე იყო. ჩემი... ვერც კი ვიხსენებ... სურათიც კი არ გადაგვიღია (მერე, 2010 წელს გადავიხადეთ ქორწინებიდან 50-ე წლისთავი. ეს იყო კარგი და ლამაზი დღესასწაული).

ხელის მოვაწერეთ და თავი მოვიყარეთ­ სადილზე.­ ორ საათში სტუმრები წავიდნენ, ჩვენ კი დავრჩით მამაჩემთან სახლში.

თაფლობის თვის გასატარებლად 50 მანეთი მოგვცეს და წავედით სოფელში. ამ პერიოდში მე პოლიტექნიკურის სტუდენტი ვარ, ნანა მუსიკალურ ტექნიკუმს ამთავრებს.

იხილეთ გაგრძელება

როგორ აღმოჩნდა უკრაინაში სააკაშვილთან შეხვედრაზე გუბაზ სანიკიძის 20 წლის ვაჟი და რას ყვება ცნობილ ოჯახზე

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით