ამირან გიორგაძის მძღოლს სამი ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობისთვის ბრალდება წაუყენეს

ამირან გიორგაძის მძღოლს სამი ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობისთვის ბრალდება წაუყენეს

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ამირან გიორგაძის მძღოლს შოთა ელიზბარაშვილს ბრალდება სამი ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობისა და იარაღის უკანონო ბრუნვის მუხლით წაუყენეს. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა.

გამოძიების თანახმად, ელიზბარაშვილმა კრასნოგორსკის რაიონის ხელმძღვანელის მოადგილესთან, იური კარაულოვთან კაბინეტში მყოფ გიორგაძეს იარაღი ჩანთით გადასცა. კაბინეტში ჩადენილი ორმაგი მკვლელობის შემდეგ, ელიზბარაშვილმა გიორგაძე ავტომობილით სოფელ პოზდნიაკოვოში მდებარე კოტეჯში მიიყვანა, სადაც გიორგაძემ თავისი კომპანიონი ტრისტან ზაქაიძე მოკლა.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ელიზბარაშვილი საქმის კურსში იყო, თუ რას სჩადიოდა მისი უფროსი და ნებაყოფლობით მხოლოდ მაშინ ჩაბარდა, როცა გიორგაძემ რამდენიმე მკვლელობა ჩაიდინა. ქართველი ბიზნესმენის ამირან გიორგაძის ცხედარი კრასნოგორის რაიონის სოფელ ტიმოშკინოში, ერთ-ერთი სახლში იპოვეს. გამოძიების თანახმად, მან დანაშაულის ჩადენის დღესვე თავი მოიკლა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა