როგორ დაიკლო წონაში მარიამმა მშობიარობის შემდეგ - "ადამიანებს აშინებთ სიტყვა დიეტა და მათ შორის ვარ მეც"

როგორ დაიკლო წონაში მარიამმა მშობიარობის შემდეგ - "ადამიანებს აშინებთ სიტყვა დიეტა და მათ შორის ვარ მეც"

ყველას აინტერესებს, როგორ ახერხებენ ცნობილი ადამიანები სასურველ ფორმაში ყოფნას და უკავშირდება თუ არა თავის მოვლა დიდ თანხებს. საკუთარ გამოცდილებას მომღერალი მარიამ როინიშვილი გვიზიარებს.

- მარიამ, მშობიარობის შემდეგ მოახერხე და სასურველ ფორმაში მალე ჩადექი. რა გააკეთე ამისთვის?

- მშობიარობის შემდეგ არ მომიმატებია წონაში. ელენე ერთი წლის რომ იყო, მაშინ გავსუქდი და მერე დიდხანს ვებრძოდი ზედმეტ წონას. ასე ყოფითი პრობლემების გამო ხდება ხოლმე. თუ წონაში ვიმატებ, ე.ი. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. როცა ვნერვიულობ, ჭამას ვუმატებ. რთული იყო, მაგრამ მოვახერხე წონაში დაკლება. ''ცეკვავენ ვარსკვლავებმაც'' დიდი გავლენა იქონია ჩემი წონის დასტაბილურებაზე.

მანამდე კი დახმარებისთვის მივმართე ქალბატონ ნატა გაგუას, სულ ვამბობ, რომ ეს არაა დიეტა, ეს არის სწორი კვება. ზოგადად ადამიანებს აშინებთ სიტყვა დიეტა და მათ შორის ვარ მეც. ის ჩემთვის შიმშილსა და გაუბედურებულ საკვებთან ასოცირდება. ქალბატონმა ნატამ სწორად მომაწოდა, რა არის სწორი კვება და მას შემდეგ ვცდილობ, ხშირად მივმართო მას.

- როდესაც ადამიანი აქტიურად ვარჯიშობს და მერე ვარჯიშს თავს ანებებს, წონაში იმატებს. შენ რა გააკეთე, რომ ასე არ მომხდარიყო?

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება