"ჩვენმა ხალხმა საკმარისი გამოცდილება მიიღო და ასე ადვილად აღარ ყლაპავს რუსების შემოგდებულ სატყუარას" - სააკაშვილი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

"ჩვენმა ხალხმა საკმარისი გამოცდილება მიიღო და ასე ადვილად აღარ ყლაპავს რუსების შემოგდებულ სატყუარას" - სააკაშვილი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

გუშინ უკრაინულმა გამოცემა uareview.in.ua -მ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის აუდიოჩანაწერები გაავრცელა, მისი ავთენტურობა როგორც გვარამიამ, ისევე ბოკერიამ დაადასტურა.

გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ელაპარაკება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, რევოლუციურ სცენარს სთავაზობს. საუბრის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გვარამიას ბარიკადების აღმართვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ყველაფერი საბოლოოდ აუცილებლად სროლით დასრულდება.

ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა. მისი თქმით, სატელეფონო ჩანაწერებს პუტინის სპეცსამსახურები ამუშავებენ:

"სატელეფონო საუბრებს იწერენ, შემდეგ ნაწილ-ნაწილ ამუშავებენ პუტინის სპეცსამსახურები და სწორედ ამ ფორმით ხდება რუსული საიტების მიერ გავრცელება. ეს სრულიად აშკარად ატარებს მორიგი სპეცოპერაციის ხასიათს. მე სხვა რამ უფრო მაღელვებს - ქვეყანას გვართმევენ და ზოგიერთი "ლიბერალი" მზადაა ჩემს მიმართ პირად კომპლექსებს და ჯიბრს გადააყოლოს ყველაფერი. ასე მოხდა 2012 წელს და ამავე გზას ადგანან დღესაც. საბედნიეროდ, დღეისთვის ჩვენმა ხალხმა საკმარისი გამოცდილება მიიღო და ასე ადვილად აღარ ყლაპავს რუსების და მათი ადგილობრივი რეზიდენტის შემოგდებულ სატყუარას.

დარწმუნებული ვარ, რომ ყოველგვარი შანტაჟის და მუქარის მიუხედავად ქართველი ხალხი დაიცავს თავის თავისუფლებას და არა მხოლოდ ტელევიზიის, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ვინაიდან დღეს ეს ერთი და იგივეა.

მე ჯერ კიდევ 2012 წელს ზუსტად ვიწინასწარმეტყველე, რომ ივანიშვილი აუცილებლად მიადგებოდა "რუსთავი 2"-ს. თუ ახლა არ მოხდა გაერთიანება და სიტყვის თავისუფლების დაცვა, რაც ერთი და იგივეა, მაშინ შეგვიძლია დავემშვიდობოთ თავისუფალი არჩევნების იდეასაც კი, და შემდგომში ბევრად უფრო დიდი ექსცესების ფასად დაგვიჯდება თავის დახსნა.

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!" - წერს სააკაშვილი.

რედაქცია| თემასთან დაკავშირებული ყველა სტატია ნახეთ თეგზე #სკანდალური აუდიო ჩანაწერი

იხილეთ ასევე|შოკისმომგვრელი ჩანაწერი: მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას რევოლუციისკენ მოუწოდებს?

თუ გაისვრიან, გაისროლონ" - უკრაინული საიტის მტკიცებით, სააკაშვილი-ბოკერია გადატრიალებას გეგმავენ

"მზად უნდა ვიყოთ, რომ პროვინციელი დიქტატორი სროლასაც არ მოერიდება" - სააკაშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ ჩანაწერებზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."