"პირადი ჩანაწერების მოსმენაზე გიჟდებაო ბიძინა, ცოლს მიახვედრებს, რომ ქმარმა უღალატაო" - ნანუკა ჟორჟოლიანი ახალ აუდიოჩანაწერებზე

"პირადი ჩანაწერების მოსმენაზე გიჟდებაო ბიძინა, ცოლს მიახვედრებს, რომ ქმარმა უღალატაო" - ნანუკა ჟორჟოლიანი ახალ აუდიოჩანაწერებზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უკრაინულ საიტზე დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე აკეთებს კომენტარს და ტელეკომპანია "იმედს" კოლეგიალურობის ფეხქვეშ გათელვაში ადანაშაულებს:

"იმედმა ხმა აღარ ამოიღოს. აი იმ იმედმა, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებია და არ მითხრათ, თქვენ ეს გიკვირთო?!

დიახ მეგობრებო! გვიკვირს! ვის არ მიუღია დავალება? ვის, ვინ არ უპრავებია! ვის არ უმუშავია სახელისუფლებო არხზე, მაგრამ მეგობრობა, კოლეგიალურობა, ფეხქვეშ არ გაგვითელია! იმედში დარბეულ ჟურნალსტებთან გვირეკია! ( მაშინ ვაიბერი არ იყო და ღიაზე) და გვიკითხია რა შეგვეძლო მათთვის გაგვეკეთებინა! ეს იმიტომ შეგახსენეთ, რომ ხშირად გვეკითხებიან მაგ დღეზე და დანარჩენს არ მოვყვები.

ჩაჯმული ნოდარიკო კი არა, ისაა ვინც ამ ჩანაწერის გავრცელებაზე უარი ვერ თქვა.

ჩემი ერთი მეგობარი მეუბნებოდა. იცი რა ტიპის ანომალიაა ბიძინაო?! პირადი ჩანაწერების მოსმენაზე გიჟდებაო. ენების მიტანაზეც მერე. მაგალითად ცოლს მიახვედრებს, რომ ქმარმა უღალატაო. მეგონა აზვიადებდა ჩემი მეგობარი და სულ უნამუსო ვეძახე.. ეჭვი მაქვს სწორს ამბობდა...", - წერს ნანუკა.

Nanuka Zhorzholiani 2 mins · Edited ·

P.s. Nodar Meladze შენ ხარ პელე! ეს ისედაც იცი და აქაც დავწერ ❤

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძეს ესაუბრება. საუბარში მომღერალი მელაძეს არაკორექტულად მოიხსენიებს.

იხილეთ|მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა

რა საფრთხე ელით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს სააკაშვილისგან და ვინ უზრუნველყოფს გვარამიას სპეცრაზმელებით

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს