როგორ ვარჯიშობენ მსოფლიოში საუკეთესო სპეცნაზის წევრები - კრიტერიუმები, რომლებსაც ФСБ-ს მებრძოლები უნდა აკმაყოფილებდნენ

როგორ ვარჯიშობენ მსოფლიოში საუკეთესო სპეცნაზის წევრები - კრიტერიუმები, რომლებსაც ФСБ-ს მებრძოლები უნდა აკმაყოფილებდნენ

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სპეცდანიშნულების მებრძოლების ვაჯიშების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა საკმარისად არსებობს ინფორმაცია იმისთვის, რომ შეიქმნას პროგრამა, როგორ ვარჯიშობს ”ეფესბე”-ს სპეცნაზი.

”ეფესბე”-ს სპეცნაზში შედის ლეგენდარული ”ალფა”, რომელიც მის შემადგენლობაში 1997 წელს შევიდა. 2011 წელს მათ საერთაშორისო შეჯიბრზე პირველი და მეორე ადგილები მოიპოვეს, რამაც მსოფლიოში საუკეთესო სპეცნაზის ტიტული მოუტანა.

ხშირად ვარჯიშები ერთობლივად უტარდებათ, ასევე მათ გააჩნიათ საკუთარი შემუშავებული სავარჯიშოები, რომელთა დიდი ნაწილიც გასაიდუმლოებულია და მედიასთან არ განიხილება.

”ეფესბე”-ს სპეცნაზის ვარჯიში შემდეგ ნორმატივებს ითვალისწინებს:

აზიდვები „ტურნიკზე“ – 25

აზიდვები იატაკზე - 90

მუცლის პრესი - 100

სირბილი 100 მეტრი - 12,7 წამში

კროსი 3000 მეტრი - 11 წუთში

100 კგ წონის შტანგის აწევა - 10-ჯერ

ბრძოლა წესების გარეშე 3-ჯერ 3 წუთის განმავლობაში და ხელისა და ფეხის დარტყმების 2-წუთიანი დემონსტრაცია მოკრივეთა „გრუშაზე“

კომპლექსური ძალისმიერი ვარჯიშები, რომლებიც რვაჯერ მეორდება - 10 აზიდვა იატაკზე, 10 მუცლის პრესი, 10 ჩაჯდომა, 10 ახტომა - ყველაფერი პაუზის გარეშე.

რუსეთის ინტერესები თუ პირადი ავანტიურა - ერდოღანის მორიგი სიურპრიზი

სისასტიკით ცნობილ ციხეში ათასობით პატიმარი საიდუმლოდ ჩამოახრჩეს - სირიაში ჯიჰადისტებს სასამართლოს გარეშე დასჯიან

ქორწილში მიმავალი ქალები და ბავშვები აფეთქებამ იმსხვერპლა - ავღანეთში გარდაცვლილებს შორის ორი ჩვილია