"ისლამურმა სახელმწიფომ" კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სინაის ნახევარკუნძულზე რუსული სამგზავრო თვითმფრინავი დაჯგუფების მებრძოლებმა ჩამოაგდეს.
როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, შესაბამისი აუდიო განცხადება ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. აუდიომიმართვის თანახმად, თვითმფრინავი დაჯგუფების ეგვიპტური ფრთის - ე.წ. ვილაიათ სინაის მებრძოლებმა ჩამოაგდეს. "ვერავინ გვაიძულებს ავხსნათ, ეს როგორ გავაკეთეთ", - ნათქვამია აუდიომიმართვაში.
კიდევ ერთი განცხადება "ისლამურმა სახელმწიფომ" 31 ოქტომბერს, ავიაკატასტროფიდან რამდენიმე საათში გააკეთა და მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.