ფინეთი საკუთარ მოქალაქეებს თვეში 800 ევროს გადაუხდის

ფინეთი საკუთარ მოქალაქეებს თვეში 800 ევროს გადაუხდის

ფინეთის სოციალური დაცვის სამსახურმა, რომელსაც "კელას" უწოდებენ, დაიწყო მუშაობა შემოთავაზებაზე, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქეს შემოსავლის წყაროს შეუქმნის. შეიქმნება უნივერსალური გადახდის სისტემა, რომელიც ყველა ფინელს დააფინანსებს, გარდაქმნის ქვეყნის ეკონომიკას და სხვა ქვეყნებაც შესთავაზებს განსხვავებული ტიპის ეკონომიკის მაგალითს.

პროექტის განხორციელების შემდეგ, ფინეთის ყველა მოქალაქეს სახელმწიფო თვეში 800 ევროს გადაუხდის. ის ჩაანაცვლებს ამჟამინდელ სოციალურ დახმარებებს. ყველა სხვა შემოსავალი დაიბეგრება. დასასწყისისთვის "კელა" მოქალაქეებს 550 ევროს გადაუხდის. შემდეგ კი თანხა 800 ევრომდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ფინეთში უმუშევრობის დონემ საგრძნობლად იმატა და მოქალაქეები ნოვატორულ გამოსავალს ეძებენ. "კელა" ამ პროექტის დამტკიცებას 2016 წლის ნოემბრისთვის ვარაუდობს. ძირითადი შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში, მუშათა კლასი გათავისუფლდება სიცოცხლისთვის აუცილებელი შემოსავლის გამომუშავების აუცილებლობისგან. სტაბილურობის გაჩენის შემდეგ მოქალაქეებს შეეძლებათ კრეატიულ და ჰუმანიტარულ საქმიანობას მიჰყონ ხელი. ფინეთის ამ პოლიტიკის მეშვეობით, მხოფლიო დაინახავს, თუ რამდენად გაამართლებს მსგავსი ეკონომიკური მოდელი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა