აზერბაიჯანი ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციას არ აპირებს - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციას არ აპირებს - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროპაში არსებული დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის ფონზე, აზერბაიჯანი ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციას არ აპირებს.

"კეთდებოდა განცხადებები, რომ ჩვენ ევროპაში ინტეგრაცია გვჭირდება. მინდა გითხრათ - არა, ინტეგრაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს, განსაკუთრებით - დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის პერიოდში", - განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ილჰამ ალიევმა ასევე გააფრთხილა ევროპა, რომ ის აზერბაიჯანის საქმეებში არ უნდა ერეოდეს.

"ჩვენ არასდროს არავინ არ გვეხმარებოდა. ყველაფერს საკუთარი ძალისხმევით მივაღწიეთ. დახმარებას არავისგან არ ველოდებით და არც გვჭირდება. ჩვენს საქმეებში ნუ ერევით", - განაცხადა ალიევმა, რომლის თქმითაც, აზერბაიჯანი ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა