უკრაინის პოლიცია იმ მძღოლებს დააჯარიმებს, რომელთა ავტომობილებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სანომრე ნიშანი ექნებათ.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალური კიევი არ ცნობს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და ამ რეგიონების სხვა რომელიმე ქვეყნის შემადგენლობაში ყოფნას, საქართველოს გარდა, უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
"ყველა ავტომობილი, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ნომერი ექნება, უნომროდ ჩაითვლება. მსგავსი შემთხვევების დროს უკრაინის პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად", - ნათქვამია უკრაინის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ გაგრძელება