"მე არ დამიწერია, რომ ლევან აბაშიძე აფხაზეთში "კაიფისთვის" წავიდა" - დოდონა კიზირიას უცნაური კომენტარი აფხაზეთში დაღუპულ მსახიობზე

"მე არ დამიწერია, რომ ლევან აბაშიძე აფხაზეთში "კაიფისთვის" წავიდა" - დოდონა კიზირიას უცნაური კომენტარი აფხაზეთში დაღუპულ მსახიობზე

"საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო, შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში და დავმშვიდდი. იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი, შინ არ გაჩერდებოდა. 4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა და გამომიცხადა: "დედა, მე მივდივარ სოხუმში!" გავშეშდი... იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - მკითხა. ვერაფერი ვუპასუხე, ვიცოდი, ჩემი პროტესტი უშედეგო და უადგილო იქნებოდა. ჯერ მისი მეგობრები - გია ნადირაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე და სულხან სულხანიშვილი (სუხია) წავიდნენ სოხუმში, მერე - ლევანიც... ოთხი მეგობრიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე გადარჩა. ახლაც არ ვიცი, რა მოხდა ზემო ეშერაში. მგონი, ნაღმი აფეთქდა... ლევანი გულმხურვალე ქართველი იყო, სჯეროდა, რომ სამშობლოსთვის იბრძოდა, მაგრამ ავანტიურას შეეწირა... გიო მგელაძემ იმ წელს დაასრულა ფილმი" "არა, მეგობარო!" ეს ლევანის ბოლო ფილმია...". - ეს არის ამონარიდი აფხაზეთის ომში დაღუპული უნიჭიერესი მსახიობის ლევან აბაშიძის დედის, ქალბატონი მანანა ხიდაშელის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრაში" 2014 წლის აპრილში გამოქვეყნდა.

ეს სტატია პოეტ გაგა ნახუცრიშვილის "ფეისბუკზე" გამოქვეყნებულმა სტატუსმა გაგვახსენა, სადაც ის გამოეხმაურა დოდონა კიზირიას კომენტარს ლევან აბაშიძის თაობაზე. ის აპროტესტებდა ქალბატონი კიზირიას მინიშნებას, რომ ლევან აბაშიძე თითქოს და ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული და აფხაზეთშიც "საკაიფოდ" წავიდა. "ფრთხილად თქვენ ჯარისკაცის საფლავთან დგახართ", - წერდა ბატონო გაგა, რომელმაც მოგვიანებით "ფეისბუკგვერდი" საერთოდ გააუქმა. ამ საკითხს გამოეხმაურა არაერთი ადამიანი, მათ შორის საგაერო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი და ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელთა აზრითაც, კიზირიას განცხადება ამორალური იყო. მოგვიანებით ჩვენ ქალბატონ სალომეს დავუკავშირდით, რომელმაც განაცხდა: "დოდონა კიზირიაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ, რადგან ამ უნამუსო ქალის ხსენებაც არ მინდა..."

ლევან აბაშიძე გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში უკვე ძალიან წარმატებული მსახიობი იყო და იმ დროს, როდესაც მან ომში წასვლა გადაწყვიტა, ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. ის თავისი ეპოქის იმ რომანტიკულ გმირად იქცა, რომელმაც თავისი ხანმოკლე სიცოცხლითაც და გარდაცვალებითაც მნიშვნელოვანი კვალის დატოვება მოასწრო ქვეყნის ცხოვრებაში.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება