ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში "ჯი-დი-ეს"-ის გადაცემა "არაკორექტულ შოუში" გასულ ხუმრობას ეხმაურება, რომელიც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ეძღვნება.
"არაკორექტულმა შოუმ" მოამზადა "რუსთავი2"-ის ჟურნალიტების აქციის სხვა ვერსია. "იმიტომ, რომ მინდა ვანოს თავისუფლება", "იმიტომ, რომ მომკლავს ის შობელძაღლი", "იმიტომ, რომ 7 ნოემბერი და 26 მაისი"…
"ამ ნაძირლობის ერთ-ერთი თანაავტორი დიდი ხანი იჯდა დღეს "სხვა შუა დღეში" და ბედნიერად ხალისობდა იმაზე, როგორ დააქორწინა ეთერში ჩვენსავე არხმა. ნაძირლობას და ორპირობას არ ჰქონია საზღვარი და ამას არც ინტელექტი არ შველის. ყოჩაღ, სანდრო ლორთქიფანიძე. ოღონდ ჩე კი არა, რამე კონფორმისტული დაირქვი, დაგამშვენებს. და ფეხის მოდგმა არ გაბედო, სანამ არ გაემიჯნები ამ უმსგავსობას და საჯაროდ ბოდიშს არ მოუხდი "რ 2"-ის ჟურნალისტებს!", – წერს საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ნიკა გვარამია.
შეგიძლიათ იხილოთ: რა დევს შავ ყუთში? - ხელის თხოვნა "რა? სად? როდის?"-ში