ირანული მედია - ამერიკას უცხოპლანეტელი ფაშისტები მართავენ

ირანული მედია - ამერიკას უცხოპლანეტელი ფაშისტები მართავენ

დოკუმენტები, რომლებიც "სიაიეის" ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა გამოაქვეყნა, მოწმობენ, რომ ამერიკას ნაცისტი უცხოპლანეტელები განაგებენ. ასეთი ინფორმაცია ირანის საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა.

"სპეცსამსახურების ყოფილმა აგენტმა გამოააშკარავა ჯაშუშური პროგრამები. ტოტალურ მოსმენას ადამიანებზე უცხოპლანეტელები აწარმოებდნენ, რომლებმაც თეთრი სახლი 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიკავეს", - აღნიშნავს ირანული გამოცემა.

სააგენტო სნოუდენის დოკუმენტებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ უცხოპლანეტელებმა შექმნეს მთავრობა ნევადაში, ბარაკ ობამა კი მხოლოდ მარიონეტია მათ ხელში. გარდა ამისა, ირანელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ჰუმანოიდები ადოლფ ჰიტლერს გადასცემდნენ საიდუმლო ტექნიკურ იარაღს და ყველანაირად უწყობდნენ ხელს ფაშისტური გერმანიის განვითარებას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა