9/11: ბორტგამცილებლის მონათხრობი

9/11: ბორტგამცილებლის მონათხრობი

11 სექტემბრის დილას 5 საათის გამოფრენილები ვიყავით ფრანკფურტიდან და ჩრდილო ატლანტიკის თავზე მივფრინავდით, რომ მოულოდნელად ფარდა გაიხსნა და მიბრძანეს სასწრაფოდ კაპიტანთან გამოვცხადებულიყავი. ეკიპაჟის წევრები სერიოზული სახეებით დამხვდნენ. კაპიტანმა ამობეჭდილი გზავნილი მომაწოდა. მოკლე გზავნილი ატლანტიდან, დელტა-ს მთავარი ოფისიდან იყო: "კომერციული ფრენებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტალური ნაწილის ყველა საჰაერო ხაზი ჩაკეტილია. დაუყოვნებლივ დაეშვით უახლოეს აეროპორტში. შეგვატყობინეთ თქვენი მიმართულების შესახებ".

არავინ იცოდა ამ გზავნილის მიზეზი, თუმცა ყველა ვხვდებოდით, რომ საქმე ძალიან სერიოზულად იყო და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავშვებულიყავით. კაპიტანმა გაარკვია, რომ უახლოესი აეროპორტი 600 კილომეტრში, კუნძულ ნიუფაუნდლენდის ქალაქ განდერში გახლდათ. მან კანადელ დისპეტჩერს მარშრუტის შესაცვლელად ნებართვა სთხოვა. გავოცდით, რომ თანხმობა უმალ მოგვცეს, ყოველგვარი კითხვის დაუსმელად. მოგვიანებით შევიტყვეთ, რატომ მოხდა ასე… სანამ თვითმფრინავს დასაშვებად ვამზადებდით, ატლანტიდან კიდევ ერთი გზავნილი მივიღეთ, რომელიც ნიუ იორკში ტერორისტების აქტივობაზე იტყობინებოდა. რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა თვითმფრინავების გატაცების ამბავიც. გადავწყვიტეთ, მგზავრებისთვის განდერში დაშვებამდე სიმართლე არ გაგვემხილა და სალონში პანიკა რომ არ შექმნილიყო, ამ გადაწყვეტილების მიზეზად თვითმფრინავის მცირე ტექნიკური გაუმართაობა დავასახელეთ. ამან, რა თქმა უნდა, მგზავრების უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა, მიჩვეული ვართ მსგავს ფაქტებს…

40 წუთში განდერში დავეშვით. ადგილობრივი დროით 12:30-ზე. აეროპორტში ათეულობით თვითმრინავი დაგვხვდა მთელი მსოფლიოდან. მათაც ჩვენს მსგავსად მარშრუტი შეუცვლიათ. კაპიტანმამგზავრებს გამოუცხადა: " ალბათ, გსურთ გაიგოთ, თუ რა ტექნიკური მიზეზების გამო მოგვიწია მარშრუტის შეცვლამ. სინამდვილეში, აქ სულ სხვა მიზეზით აღმოვჩნდით". და ის მწირი ინფორმაცია მიაწოდა, რაც ჩვენთვის ცნობილი იყო…

ატყდა ხმაური. კაპიტანმა მგზავრებს სთხოვა, რომ განდერის საჰაერო მოძრაობის მმართველობის ბრძანებით, ადგილებზე დარჩენილიყვნენ. სიტუაცია კანადის მთავრობის კონტროლქვეშ იყო, თვითმფრინავის დატოვების უფლება არავის ჰქონდა. მხოლოდ აეროპორტის პოლიცია გვიახლოვდებოდა დრო და დრო შესამოწმებლად. ერთი საათის განმავლობაში აეროპორტში 53-მა თვითმფინავმა მოიყარა თავი. მათგან 27 ამერიკული კომერციული საჰაერო ხომალდი გახლდათ. ამასობაში, რადიომ ახალი ამბების გადმოცემა დაიწყო. ამგვარად გავიგეთ, მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე მომხდარი ტერაქტების შესახებ… ხალხი მობილური ტელეფონებით სარგებლობას ამაოდ ცდილობდა, ამერიკის ყველა ხაზი ბლოკირებული იყო. თუმცა, შეშინებული მგზავრები სიმშვიდეს მაინც ინარჩუნებდნენ…

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა