ტერაქტი პარიზში - ამ წუთებში საფრანგეთის პოლიცია და არმია ანტიტერორისტულ ოპერაციას ახორციელებენ

ტერაქტი პარიზში - ამ წუთებში საფრანგეთის პოლიცია და არმია ანტიტერორისტულ ოპერაციას ახორციელებენ

პარიზის ცენტრში რესტორან კამბოჯაზე თავდასხმას და სტადიონ სტად დე ფრანსთან მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,  ტერორისტებს ერთ-ერთ მუსიკალურ ცენტრში მძევლები ჰყავთ აყვანილი. არიან დაჭრილები.

სტადიონ სტად დე ფრანსთან სამი აფეთქება მოხდა. სტადიონზე გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა, რომელიც ამჟამად ევაკურიებულია. საფრანგეთის პოლიცია და არმია ანტიტერორისტულ ოპერაციას ახორციელებენ.

ფრანსუა ოლანდმა ძალოვანი მინისტრების საგანგებო სხდომა მოიწვია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა