მძევლების გასათავისუფლებლად საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა თეატრზე შტურმი დაიწყო

მძევლების გასათავისუფლებლად საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა თეატრზე შტურმი დაიწყო

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა თეატრზე შტურმი დაიწყო. ტერორისტებს იქ ამ დროისთვის, 60-მდე ადამიანი ჰყავთ მძევლად აყვანილი.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეატრში 100-მდე მძევალი იყო და 30-მდე მათგანმა თავის დაღწევა შეძლო.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტერაქტების სერიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 60-მდე გაიზარდა. პარიზში ტერორისტული აქტები დღეს იმ დროს განხორციელდა, როდესაც საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა. ერთ-ერთი აფეთქება სწორედ სტადიონის მახლობლად მოხდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოლანდმა განცხადება სატელვიზიო გამოსვლისას ცოტა ხნის წინ გააკეთა. მანვე ფრანგ ხალხს სოლიდარობისა და სამძიმრის სიტყვებით მიმართა.

ამასთან, როგორც ოლანდმა აღნიშნა, მომხდარი ტერაქტების გამო, ქვეყნის საზღვრები უკვე ჩაიკეტა. ხვალ პარიზში სასწავლო დაწესებულებები - უნივერსიტეტები, სკოლები და საბავშვო ბაღები დაკეტილი იქნება.

ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

პარიზში განვითარებული მოვლენების ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#ტერაქტი პარიზში

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა