რა ქონებას ფლობს ვლადიმერ პუტინი?

რა ქონებას ფლობს ვლადიმერ პუტინი?

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითიც ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი მამაკაცია. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ის ეთერში ფარიდ ზაკარიასთან სტუმრობისას ბილ ბრაუდენმა განაცხადა.

თავად პუტინი არასდროს საუბრობს ღიად საკუთარ ქონებაზე, თუმცა, 2013 წლის მონაცემებით, რომელიც იმ პერიოდში "The Sunday Times"-მა გამოაქვეყნა, რუსეთის პრეზიდენტი 130 მილიარდ დოლარს ფლობდა.

"პუტინი ლიდერობის პარალელურად კარგად ახერხებს ბიზნესის კეთებას", - წერდა "The Sunday Times"-ი. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის ბიზნესებს მისი ახლო ნათესავები მართავენ. ესენი არიან პუტინის ძმისშვილი მიხეილ პუტინი და მიხეილ შელემოვი, ასევე პუტინის ყოფილი ცოლის ძმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა