ISIS-მა ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო და მორიგი მუქარის წერილი გაავრცელა: "მშვიდად ვერ იცხოვრებთ, ბაზარში გასვლაც კი შეგეშინდებათ"

ISIS-მა ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო და მორიგი მუქარის წერილი გაავრცელა: "მშვიდად ვერ იცხოვრებთ, ბაზარში გასვლაც კი შეგეშინდებათ"

"ისლამურმა სახელმწიფომ" პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. როგორც "ბიბისი" იტყობინება, დაჯგუფებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თავდასხმების მიზანი საფრანგეთისთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ ის კვლავ რჩება "მთავარ სამიზნედ".

"ისლამური სახელმწიფოს" ცნობით, თავდასხმების განხორციელებამდე, მებრძოლებმა თავდასხმის ადგილები შეისწავლეს. ტერაქტები კი 8 ისლამისტმა განახორციელა, რომლებიც ე.წ.შაჰიდის ქამრებით და შაშხანებით იყვნენ შეიარაღებულნი.

მანამდე, სააგენტო "როიტერი" წერდა, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" დღეს ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც საფრანგეთს თავდასხმებით დაემუქრა, თუკი ის დაჯგუფების მებრძოლების წინააღმდეგ მიმართულ დაბომბვებს არ შეწყვეტს. ვიდეორგოლი, რომელიც დათარიღებული არ არის, "ისლამური სახელმწიფოს" მედია ცენტრმა, "ალ-ჰაიათმა" გაავრცელა.

ვიდეორგოლში ისლამისტი მებრძოლი მოუწოდებს საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებს, თავდასხმები განახორციელონ.

"სანამ დაბომბვებს გააგრძელებთ, მშვიდად ვერ იცხოვრებთ. ბაზარში გასვლაც კი შეგეშინდებათ. პარიზის ქუჩებს ცხედრებით ავავსებთ", - აცხადებს მებრძოლი.

მეტი| უმძიმესი ღამის სრული ქრონოლოგია: ყველაფერი 6 ტერაქტის შესახებ, რომელმაც 150-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა

ყველა დეტალი| #ტერაქტები პარიზში

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა