"ეარ ფრანსის" სამგზავრო თვითმფრინავი ამსტერდამის სხიფჰოლის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა

"ეარ ფრანსის" სამგზავრო თვითმფრინავი ამსტერდამის სხიფჰოლის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა

საფრანგეთში მიმავალი ავიაკომპანია "ეარ ფრანსის" სამგზავრო თვითმფრინავი ამსტერდამის სხიფჰოლის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა. როგორც ნიდერლანდების ხელისუფლებაში განაცხადეს, ავიალაინერიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი "ტვიტერის" სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია გახდა იმის შესახებ, რომ ლაინერზე ტერაქტი იგეგმებოდა.

როგორც "ბიბისი" წერს, სამართალდამცველები თვითმფრინავს საათზე მეტია ამოწმებენ.

მანამდე ნიდრელანდების ხელისუფლებამ, პარიზში განხორციელებული ტერაქტების გამო, უსაფრთხოების ზომებისა და სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება გადაწყვიტა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა