"პარიზში განხორციელებული თავდასხმა მომავალი კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია" - "ისლამური სახელმწიფოს" განცხადება

"პარიზში განხორციელებული თავდასხმა მომავალი კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია" - "ისლამური სახელმწიფოს" განცხადება

"ისლამურმა სახელმწიფომ" პარიზში განხორციელებული თავდასხმების შესახებ რუსულენოვანი აუდიო და ტექსტობრივი მასალა გაავრცელა სათაურით, "ოფიციალური განმარტება კურთხეული თავდასხმის შესახებ ჯვაროსნულ საფრანგეთზე".

განცხადების თანახმად, "მორწმუნეებმა სახალიფოს მეომართა რიგებიდან, მრუშობისა და სიბილწის დედაქალაქზე, პარიზზე ილაშქრეს, რომელიც ევროპაში ჯვაროსნების დროშის მატარებელია".

"8 ძმა, ასაფეთქებელი ქამრებითა და ავტომატებით, მივიდა იმ ადგილებში, რომელიც დედაქალაქის გულში, წინასწარ, გულდასმით შეირჩა. ამ ადგილებს შორის სტადიონი "სტად დე ფრანსია", სადაც იმ მომენტში გერმანიასა და საფრანგეთის მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც ფრანგი იდიოტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ასევე თავდასხმა განხორციელდა "ბატაკლანის" საკონცერტო დარბაზზე, სადაც ათასობით წარმართი მრუშობის დღესასწაულზე შეიკრიბა. ამავდროულად, განხორციელდა თავდასხმები სხვა სამიზნეებზე ქალაქის მე-10, მე-11 და მე-18 რაიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.

"ისლამური სახელმწიფოს" ცნობით, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებს ტყვია-წამალი გაუთავდათ, "ურწმუნოთა ბრბოში" თავი აიფეთქეს.

"იცოდეს საფრანგეთმა და ყველამ, ვინც მის კვალდაკვალ მიდის, რომ ისინი "ისლამური სახელმწიფოს" მთავარ სამიზნეებად დარჩებიან. თქვენ სიკვდილის სუნს იქამდე იგრძნობთ, სანამ ჯვაროსნების კოალიციაში ხართ, სანამ ჩვენს წინასწარმეტყველს (მშვიდობა მას და ღვთის კურთხევა) ლანძღავთ, სანამ ამაყობთ თქვენი ომით ისლამის წინააღმდეგ საფრანგეთში და ავიადარტყმებით სახალიფოს მიწებზე. არადა ეს თვითმფრინავები პარიზის ქუჩებში ვერ დაგიცავენ", - ნათქვამია განცხადებაში.

"ისლამური სახელმწიფოს" ცნობით, პარიზში განხორციელებული თავდასხმა "მომავალი კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია".

ყველა დეტალი| #ტერაქტები პარიზში

მეტი| უმძიმესი ღამის სრული ქრონოლოგია: ყველაფერი 6 ტერაქტის შესახებ, რომელმაც 150-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა