"ეს იყო სისხლისღვრა" - პარიზის კოშმარული ღამის ფოტოქრონიკა

"ეს იყო სისხლისღვრა" - პარიზის კოშმარული ღამის ფოტოქრონიკა

საფრანგეთში, ტერორისტული აქტების განხორციელების შედეგად რვა ტერორისტი დაიღუპა, აქედან შვიდმა თავი აიფეთქა. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 153 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 220-მდე ადამიანი, აქედან 90-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

[იხილეთ გალერეა]

პარიზში 6 თავდასხმა განხორციელდა. ტერორისტების ერთი ჯგუფი "ბატაკლანის" თეატრში შეიჭრა, სადაც იმ დროს ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა და მძევლები აიყვანა. ყველაზე მეტი, 112 ადამიანი სწორედ იქ დაიღუპა. მაყურებლების ნაწილმა გაქცევა მოახერხა. თვითმხილველები იტყობინებიან, რომ თეატრში მყოფები ტერორისტების დანახვისას ძირს დაწვნენ და თავდამსხმელები მწოლიარე ადამიანებს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ესროდნენ. "ეს იყო სისხლისღვრა", - ამბობს "სიენენ"-თან საუბარში ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც თავდასხმის დროს თეატრში იმყოფებოდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ თეატრში შეჭრილი ტერორისტები სირიასა და ერაყზე საუბრობდნენ და "ალაჰ აქბარს" ყვიროდნენ.

ტერაქტების გამო, პარიზის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, ქალაქის სხვადასხვა რაიონებში მობილიზებულია 1 500-მდე სამხედრო.

პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უახლოეს საათებში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. ტერაქტების გამო, ოლანდი 16 ნოემბერს, თურქეთში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტს აღარ დაესწრება. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები.

ყველა დეტალი| #ტერაქტები პარიზში

მეტი| უმძიმესი ღამის სრული ქრონოლოგია: ყველაფერი 6 ტერაქტის შესახებ, რომელმაც 150-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა

"პარიზში განხორციელებული თავდასხმა მომავალი კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია" - "ისლამური სახელმწიფოს" განცხადება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა