ვლადიმერ პუტინის თქმით, ტერორიზმთან გამკლავება მხოლოდ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევითაა შესაძლებელი

ვლადიმერ პუტინის თქმით, ტერორიზმთან გამკლავება მხოლოდ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევითაა შესაძლებელი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ტერორიზმის საფრთხესთან გამკლავება მხოლოდ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევით არის შესაძლებელი. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ტერორისტულ საფრთხესთან გამკლავება და მილიონობით ადამიანის დახმარება, რომელთაც დაკარგეს სახლები, შესაძლოა მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების გაერთიანებით", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის ტერაქტებისას დაღუპულთა ოჯახებსაც მიუსამძიმრა და მომხდარს საშინელება უწოდა.

ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა და 352-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა