"მომავალში ვხედავ, ევროპაში ევროპელებზე მეტი მუსლიმი იქნება" - ლელა კაკულია

"მომავალში ვხედავ, ევროპაში ევროპელებზე მეტი მუსლიმი იქნება" - ლელა კაკულია

არიზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდზე პოსტი ქვეყნდება:

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია მწუხარებას გამოთქვამს პარიზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, რომელსაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა და თანაუგრძნობს ფრანგ ხალხს.

საიტისა და ფეისბუქგვერდის ადმინისტრაცია შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში პარიზში მდებარე ულამაზესი და ძალზე ცნობილი ხელოვნების ხიდის მონაკვეთის ჩანგრევის შემდეგ ადმინისტრაციამ საიტზე ქალბატონი ლელა კაკულიას ის ჩანაწერები ატვირთა, რომლებშიც ზუსტად არის ნაწინასწარმეტყველები ეს ფაქტიც და საფრანგეთში მოსალოდნელი სხვა ტერაქტებიც, და რომლებიც მანამდე გამოქვეყნებული იყო როგორც ჩვენს გაზეთში, ისე ქალბატონი ლელას მანამდე გამოცემულ წიგნებშიც - როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიაში. 

ხაზს ვუსვამთ: ყველაფერი ეს უკვე იყო გამოქვეყნებული და თანაც, რამდენჯერმე!!! ეს მათ საყურადღებოდ, ვისაც წაკითხული არ აქვს ჩვენი არცერთი გამოცემა, არცერთი პოსტი, არ უნახავს არცერთი ტელეგადაცემა ლელა კაკულიას მონაწილეობით და ასევე არცერთი ვიდეოინტერვიუ, ამიტომაც უჩნდებათ მცდარი წარმოგენა, თითქოს ქალბატონი ლელა მხოლოდ მას შემდეგ აჟღერებს რამეს, რაც ესა თუ ის მოვლენა მოხდება.

ახლა, ცნობილი და გასაგები მიზეზის გამო, ჩვენ კიდევ ერთხელ გთავაზობთ საფრანგეთის ტერაქტებთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებებს, ოღონდ უფრო ვრცლად.

1992 წელი, 22 მარტი.

საფრანგეთში ეიფელის კოშკს დაემუქრება ნგრევა და დიდი პიროვნების სიკვდილი…

1996 წელი, 17 მარტი, დღის 12 საათი.

ერთი მომენტი ევროპაში მუსლიმები მომაგრდებიან და იწყებენ ხმაურიან ქმედებებს. მათ საფრანგეთი ნოკაუტში ჩააგდებს. საფრანგეთის ახალი პრეზიდენტიც ნაციონალისტია (!) შავკანიანებს დაერევა, ყვითელკანიანებსაც, დაიწყებს საფრანგეთის გასუფთავებას.

2010 წელი, 1 აგვისტო, ურეკი.

მომავალში ვხედავ, ევროპაში ევროპელებზე მეტი მუსლიმი იქნება. ეს ევროპელებისთვის დიდი ტრაგედიაა. თუ ღიად არ იმოქმედეს, მალე მთელი ევროპა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ყველაფერი კი საფრანგეთიდან დაიწყება.

იხილეთ ასევე: რა მოჰყვება ევროპაში მუსლიმთა მომრავლებას - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს