"როგორ შეიძლება ადამიანის გული ასეთი საშინელი ქმედებების განხორციელების საშუალებას იძლეოდეს"

"როგორ შეიძლება ადამიანის გული ასეთი საშინელი ქმედებების განხორციელების საშუალებას იძლეოდეს"

ტაძარში ქადაგებისას კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი პარიზში მომხდარი ტრაგედიის გამო ცრემლებამდე მივიდა. რამდენიმე საათით ადრე, რომის პაპმა ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე თქვა: "წამოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანის გული ასეთი საშინელი ქმედებების განხორციელების საშუალებას იძლეოდეს".

ისლამურმა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო საფრანგეთის დედაქალაქის ექვს ნაწილში ტერორისტული აქტების მოწყობაზე. შედეგად 89 ადამიანი ბატაკლანის თეატრში მოკლეს. პაპმა თავის გამოსვლაში დასძინა: "ძალადობა და სიძულვილი კაცობრიობის პრობლემებს არ წყვეტს. ღმერთის სახელის გამოყენება ძალადობის გასამართლებლად ღვთის გმობა და დიდი ცოდვაა."

პაპმა აგრეთვე მწუხარება გამოთქვა და მიუსამძიმრა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს და სრულიად ფრანგ ხალხს. პაპმა კათოლიკურ სატელევიზიო არხთან საუბრისას განაცხადა, რომ მომხდარი "არაადამიანური" საქციელია და აღნიშნა, რომ "ამ მკვლელობებს ვერ გაამართლებს ვერცერთი რელიგია და ადამიანი".

იტალიურ ტელესადგურთან სატელეფონო ინტერვიუს დროს პაპმა განაცხადა: "მე ახლოს ვარ ფრანგ ხალხთან, გარდაცვლილთა ოჯახებთან და ყველა მათგანისთვის ვლოცულობ. ძალიან დასევდიანებული და გულდამძიმებული ვარ. მე არ მესმის, ძალიან რთულია ასეთი ქმედებების გაგება".

მომზადებულია express.co.uk-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა