პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი "ისლამურ სახელმწიფოში" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯალათი იყო

პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი "ისლამურ სახელმწიფოში" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯალათი იყო

გამოძიებამ პარიზში მომხდარი ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა დაადგინა. როგორც ფრანგული რადიოსადგური RTL იტყობინება, ის 27 წლის აბდელჰამიდ აბაუდია, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოში" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯალათი იყო.

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, სწორედ აბაუდი კურირებდა ტერორისტების ქმედებებს 13 ნოემბერს. ის ბრიუსელის მოლენბეკის რაიონის მკვიდრია. RTL-ი იტყობინება, რომ თვითმკვლელი ტერორისტები აბაუდს ტელეფონით ესაუბრებოდნენ. ტერაქტების ორგანიზატორის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

მანამდე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტები სირიაში დაიგეგმა. მან ასევე, ევროპაში ახალი თავდასხმები არ გამორიცხა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა