"მკლავებში მოვიქციე და ვუთხარი, რომ მიყვარდა" - პარიზში ტერაქტს გადარჩენილი ადამიანების ისტორიები

"მკლავებში მოვიქციე და ვუთხარი, რომ მიყვარდა" - პარიზში ტერაქტს გადარჩენილი ადამიანების ისტორიები

საღამოს ათი საათი ხდებოდა, Eagles of death metal მეექვსე სიმღერას მღეროდა, როდესაც სროლა დაიწყო. რამდენიმე წუთში ჰელენ უილსონს სასიკვდილო აგონიაში მყოფი თავისი ბრიტანელი შეყვარებული ნიკ ალექსანდერი ეჭირა ხელში.

"ხმაური გავიგონეთ და შემდეგ ხალხმა დაიწყო კლუბში შემოვარდნა. მერე კაცები მოვიდნენ ავტომატებით და ხალხს დაუწყეს სროლა. სასაკლაო იყო. თუ ვინმე გარბოდა, ეგრევე ესროდნენ. ამიტომ ძირს დავწექით, გული მისკდებოდა ნაბიჯის ხმა რომ მესმოდა. ყველა დაცხრილეს," - ყვება 49 წლის უილსონი.

"ნიკი ჩემს გვერდით იყო, როდესაც იატაკზე დავწექით. ვიღაც გაინძრა და მაშინვე ჩვენი მისამართით დაიწყეს სროლა. ჩემს გვერდით იყო, როცა ტყვია მოხვდა. ნიკი ვეღარ სუნთქავდა, ვცადე ხელოვნური სუნთქვა გამეკეთებინა მაგრამ არ უშველა. მკლავებში მოვიქციე და ვუთხარი, რომ მიყვარდა. ის ჩემი ცხოვრების სიყვარული იყო".

კრისტინ ტუდოპი და მარიშა ჯეკი შოტლანდიიდან დაბადების დღის მოგზაურობაში ჩავიდნენ პარიზში და ერთად ესწრებოდნენ კონცერტს.

"ხმაურზე უკან მოვიხედეთ და დავინახეთ, რომ ტყვიებს ისროდნენ" - ყვება უდოპი. "მარიშა და მე უკანა გასასვლელს ვეძებდით, მაგრამ კარი ვერ ვნახეთ და საბოლოოდ პატარა საკუჭნაოში დავიმალეთ ორ იტალიელთან ერთად. ვცდილობდით ხმა არ ამოგვეღო და არ გავნძრეულიყავით. ავტომატის სროლის ხმები გვესმოდა, აფეთქებების, საშინელი კივილის. სამი საათი ვისხედით ხელიხელჩაჭიდებულები ისე, რომ არ იცოდით ერთმანეთის შესახებ არაფერი და ვფიქრობდით გადავრჩებოდით თუ არა ცოცხლები".

ტრაგედიას გადარჩენილი ერთ-ერთი ადამიანი იასმინი ყვება, როგორ შევარდა ოთხი შეიარაღებული და შავებში ჩაცმული მამაკაცი დარბაზში, რომლებიც არც ცდილობდნენ სახე დაეფარათ და ყვიროდნენ, "რასაც სირიაში აკეთებთ, იმის გამო ახლა მოგეზღვებათო".

მის უილსონი იხსენებს, როგორ არ ინდობდნენ არავის ტერორისტები. "უკანა ოთახში გავიდნენ, სადაც შშმ პირები იყვნენ ეტლებში და მათი დახოცვა დაიწყეს. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე გაინძრეოდა, ერთ-ერთი მათგანი შემოდიოდა და ცეცხლს ხსნიდა".

საკონცერტო დარბაზიდან ადამიანები ცდილობდნენ ფანჯრებიდან გადამძვრალიყვნენ. ამ სანახაობამ დანიელ პსენის, რომელმაც ვიდეო გადაიღო, თუ როგორ კიდია ორსული ქალი მესამე სართულის ფანჯრის კიდეზე, 11 სექტემბრის ტერაქტი გაახსენა. როდესაც დანიელი ქვევით დასახმარებლად ჩავიდა, თავადაც დაჭრეს. ერთ-ერთი ტერორისტი ფანჯრიდან ესროდა ხალხს.

"თითქოს ხელში მაშხალა ამიფეთქდა, დავიხედე და სისხლი მოჩქეფდა ხელიდან. მოპირდაპირე სახლის შენობაში ფეხში დაჭრილი კაცი შევიყვანეთ, ამერიკელი. აღებინა, ძალიან ცივი იყო. ვშიშობდით, რომ მოკვდებოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურში დავრეკეთ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ ჩვენს ევაკუაციას. შემდეგ ჩემ მეგობარ ექიმს დავურეკე და ვკითხე, რა მექნა. მაისურით საჭერის გაკეთება მასწავლა და შემდეგ იქამდე ვიყავით შენობაში გაჭედილები, სანამ პოლიციამ არ გამოგვიყვანა", - იხსენებს დანიელი.

"შიგნით სისხლს მიქონდა ყველაფერი, საყასბოს გავდა", - ყვება ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც შტურმით აიღო საკონცერტო დარბაზი. ამჟამად ბატაკლანის შენობაში გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი 87-ა.

მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით.

"როცა უცხო ადამიანების სისხლში ვიწექი და ველოდებოდი ტყვიას, ყველას სახე დამიდგა თვალწინ, ვინც ოდესმე მყვარებია" - პარიზის ტრაგედიას გადარჩენილი გოგონას წერილი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა