ძმები მელაძეები ცოლებთან ერთად პირველად წარსდგნენ მაყურებლის წინაშე

ძმები მელაძეები ცოლებთან ერთად პირველად წარსდგნენ მაყურებლის წინაშე

კრემლის სასახლის სცენაზე ძმები მელაძეები და ჯგუფ ”ვია გრას” ”ოქროს შემადგენლობა” ხშირად გამოსულა მაყურებლის წინაშე, მაგრამ ორი დღის წინ პირველად უკრავდა ტაშს მაყურებელი ორ ოჯახურ წყვილს.

ოქტომბრის ბოლოს იტალიაში კონსტანტინ მელაძე და ვერა ბრეჟნევა დაქორწინდნენ, თუმცა გუშინწინდელ საღამომდე ისინი ერთად მხოლოდ სხვა ქვეყნებში კონცერტებისას გამოდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვალერი მელაძეს და ალბინა ჯანაბაევას ჯერ არ დაურეგისტრირებიათ თავიანთი ურთიერთობა, ვარსკვლავები არ მალავენ, რომ უკვე წლებია ერთად ცხოვრობენ და ორ საერთო შვილს ზრდიან.

ვალერისგან განსხვავებით, რომელიც წუთით არ შორდება ჯანაბაევას, მის ძმას არ უყვარს პირად ცხოვრებაზე ყურადღების გამახვილება. ამიტომ საფინალო სიმღერის დროს და საერთო ფოტოს გადაღებისას ის და ბრეჟნევა ერთმანეთის გვერდით არ იდგნენ.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება