ჰანოვერის სტადიონთან ერთ-ერთ ავტომობილში ბომბი აღმოაჩინეს

ჰანოვერის სტადიონთან ერთ-ერთ ავტომობილში ბომბი აღმოაჩინეს

გერმანიის პოლიციამ ჰანოვერის სტადიონთან, სადაც დღეს გერმანია-ჰოლანდიის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი უნდა გამართულიყო, ერთ-ერთ ავტომობილში ბომბი აღმოაჩინა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს. გამოცემის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სასწრაფო დახმარების მანქანაში იყო დამონტაჟებული.

როგორც ნცობილია, სტადიონზე, რომელზეც მატჩი უნდა გამართულიყო, დასწრებას გეგმავდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ზოგიერთი ცნობით, ის სტადიონზე უკვე იმყოფებოდა, როდესაც პოლიციამ სტადიონის ევაკუაცია გამოაცხადა და გულშემატკივრებს ტრიბუნები დაატოვებინა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა