აფეთქება, ინტენსიური სროლა და დაჭრილი სამართალდამცავი: პარიზში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება

აფეთქება, ინტენსიური სროლა და დაჭრილი სამართალდამცავი: პარიზში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება

ბოლო განახლება| პარიზში 2 ადამიანი დაიღუპა, სროლა განახლდა: ანტიტერორისტული ოპერაციის დეტალები

პარიზის სან-დენის გარეუბანში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდება, ამ დროისთვის სროლის ხმა შეწყდა. როგორც მედია იტყობინება, დაჭრილია სულ მცირე ერთი სამართალდამცველი.

"ბიბისის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ სან-დენიში აფეთქებებისა და ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა.

ადგილზე მომუშავე ფრანგი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ რამდენიმე ადამიანი ერთ-ერთ ბინაში ჩაიკეტა და ბარიკადები აღმართა. სააგენტო "ესოშიეითედ პრესი" წერს, რომ რეიდი პარიზის ტერაქტებთან კავშირში მყოფი მთავარი ეჭვმიტანილის აბდელჰამიდ აბაუდის წინააღმდეგაა მიმართული.

ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას სახლებში დარჩენა ურჩიეს, ნაწილი ევაკუირებულია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა