"პორშემ" პოლ უოკერი საკუთარ სიკვდილში დაადანაშაულა: რა წერია მსახიობის გარდაცვალების დასკვნაში

"პორშემ" პოლ უოკერი საკუთარ სიკვდილში დაადანაშაულა: რა წერია მსახიობის გარდაცვალების დასკვნაში

კომპანია "პორშემ" მსახიობი პოლ უოკერი საკუთარ სიკვდილში დაადანაშაულა და განმარტა, რომ მანქანა, რომელშიც უოკერი იჯდა, გადაკეთებული და ნაწილებშეცვლილი იყო.

"მსახიობის გარდაცვალება და სხვა ზიანი, რაც ამ ავტოავარიამ გამოიწვია, იყო მისი ბრალი", - წერია დოკუმენტებში, რომელიც "პორშემ" სასამართლოს გასულ კვირას წარუდგინა.

ამა წლის სექტემბერში უოკერის 16 წლის ქალიშვილმა "პორშეს" სასამართლოში უჩივლა და ირწმუნებოდა, რომ მათ მიერ წარმოებულ სპორტულ მანქანას, რომელშიც მამამისი იჯდა, მრავალი საწარმოო წუნი ჰქონდა. უოკერის ადვოკატი ჯეფ მაილამი აცხადებს: "პორშე კარერა ჯითი სახიფათო მანქანაა, მისი ადგილი ქუჩაში არაა. ასე რომ არ იყოს, დღეს პოლ უოკერი ცოცხალი იქნებოდა". თუმცა "პორშე" სრულად იხსნის პასუხისმგებლობას და მანქანასთან დაუდევარ მოპყრობაში გარდაცვლილ უოკერს დებს ბრალს.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

"და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის კინოფესტივალის ტრიუმფატორია - ფილმი და ლევან გელბახიანი საუკეთესოდ აღიარეს

ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ფლირტი კამერების წინ  - "ღმერთო ჩემო, უბრალოდ შეხედეთ ბრედის ხელს“

კლუბ "კოლიბრში" 25 იანვარს ამსტერდამელი მუსიკოსი San Proper დაუკრავს