პარიზში 2 ადამიანი დაიღუპა, სროლა განახლდა: ანტიტერორისტული ოპერაციის დეტალები

პარიზში 2 ადამიანი დაიღუპა, სროლა განახლდა: ანტიტერორისტული ოპერაციის დეტალები

ბოლო განახლება| პარიზის გარეუბანში ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა

პარიზის სან-დენის გარეუბანში, სადაც ამ წუთებში ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდება, სროლა განახლდა. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება. ისმის აფეთქებების ხმაც. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი, დაჭრილია სულ მცირე ერთი სამართალდამცველი.

"ბიბისის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ სან-დენისთან მიმავალი ყველა გზა გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია სამი დიდი სამხედრო მანქანა ჯარისკაცებით. პოლიციამ სან-დენის მცხოვრებლებს ქუჩაში გასვლა აუკრძალა.

როგორც "ფრანს 24" პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რეიდი შესაძლოა, პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორის, აბდელჰამის აბაუდის წინააღმდეგ იყოს მიმართული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა