ჩარლი შინმა აღიარა, რომ აივ ინფიცირებულია, რის გამოც საკუთარი მეგობრები აშანტაჟებდნენ

ჩარლი შინმა აღიარა, რომ აივ ინფიცირებულია, რის გამოც საკუთარი მეგობრები აშანტაჟებდნენ

ამერიკულ ტელეარხ "ენ-ბი-სი"-ზე მეტ ლაუერის გადაცემაში მსახიობმა ჩარლი შინმა აღიარა, რომ აივ ინფიცირებულია. "ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვაღიარო - აივ დადებითი ვარ. ბოლო უნდა მოვუღო სიცრუეს და ჩემზე თავდასხმებს, ეს ჩემს ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. ამ დიაგნოზის შესახებ ოთხი წლის წინ გავიგე, ეს გარდამტეხი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში", - განაცხადა შინმა.

მსახიობმა ექიმებს იმიტომ მიაკითხა, რომ ძლიერი თავის ტკივილები აწუხებდა. "დაავადება საშინელი თავის ტკივილებით დაიწყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ თავის ტვინის სიმსივნე მქონდა და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულებული იყო", - ყვება შინი.

ამასთან მსახიობმა განაცხადა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფულს ძალავენ, რომ მისი დაავადების შესახებ საჯაროდ არ მოყვნენ. "ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ვენდობოდი. ისინი ჩემი ახლო სამეგობრო წრეში იყვნენ, ამიტომ იცოდნენ ამ პრობლემის შესახებ. მათ მალევე გამიცრუეს იმედები, როდესაც მილიონები მომთხოვეს, რომ ჩემი დიაგნოზი არ გაეთქვათ".

მომზადებულია today.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება