პარიზში სპეცოპერაციას პოლიციის ძაღლი, 7 წლის დიზელი ემსხვერპლა

პარიზში სპეცოპერაციას პოლიციის ძაღლი, 7 წლის დიზელი ემსხვერპლა

პარიზის გარეუბანში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დასრულდა. დაზუსტებული მონაცემებით, სპეცოპერაციის შედეგები ასეთია:

ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა;

ერთი ტერორისტი სამართალდამცავებმა მოკლეს;

მსუბუქად დაიჭრა ხუთი სამართალდამცავი;

დაკავებულია შვიდი ადამიანი;

შვიდი დაკავებულიდან 3 - ტერორისტია.

სპეცოპერაციას შეეწირა პოლიციის ძაღლი. 7 წლის დიზელი სწორედ ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკვდა.

რაც შეეხება მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიას, ასეთია:

სროლის და აფეთქების ხმა ისმოდა პარიზის ჩრდილოეთ გარეუბანში დღეს დილით, როდესაც შეიარაღებული პოლიციელები შტორმით იღებდნენ შენობას, სადაც სავარაუდოდ, პარიზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებული პირები იმალებოდნენ.

პოლიციამ გზები გადაკეტა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ სახლებიდან არ გამოსულიყვნენ. სიტუაცია მალევე დაიძაბა, მოგვიანებით კი საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ იერიში დასრულდა.

ორი ეჭვმიტანილი ტერორისტი გარდაიცვალა შტურმის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი ქალი იყო, რომელმაც თავი აიფეთქა. შვიდი ადამიანი დააკავეს, ხუთი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა, პოლიციის ძაღლი, შვიდი წლის დიზელი ოპერაციის დროს მოკლეს.

კონტრტერორიზმის სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ”სიენენ”-თან საუბარში განაცხადა, რომ აბდელჰამიდ აბააუდი, რომელიც პარიზის ტერაქტის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ოპერაციის პოტენციური სამიზნე გახლდათ.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა