ბელგიის პოლიცია ანტვერპენის ავტომაგისტრალზე ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "Avenir"იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ავტომაგისტრალის ორივე მიმართულებით მოძრაობა გადაკეტილია. ოპერაცია მიმდინარეობს სტადიონ "Sportpaleis"-თან ახლოს, სადაც დღეს ჯგუფ "Simply Red"-ის კონცერტი უნდა გაიმართოს.
თავის მხრივ კიდევ ერთი გამოცემა ფედერალურ პოლიციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ამ გზაზე საეჭვო ავტომობილი გააჩერეს.